თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები