,,ნებისმიერი ვინც საქართველო-უკრაინის უთანხმოების ინიციატორია, რუსეთის საქმეს აკეთებს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს ეხმიანება.

პაპუაშვილის განცხადებით, უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის ერთადერთი ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი და ებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ამ უთანხმოების ინიციატორი, აკეთებს რუსულ საქმეს.

„გავიმეორებ ამერიკის ელჩის შეფასებას, რომ ნებისმიერი უთანხმოება უკრაინასა და საქართველოს შორის აწყობს მხოლოდ რუსეთს. აქედან დასკვნები გამოვიტანოთ, ვინ არის უთანხმოების ინსპირატორი, ვის საქმეს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი. სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაცია მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ვიცით პირდაპირი კავშირები რაც არსებობს საქართველოს შიგნით რადიკალურ ოპოზიციასთან. ასე რომ, ეს უბრალოდ სამწუხარო მდგომარეობაა. უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის ერთადერთი ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ამ უთანხმოების ინიციატორი, აკეთებს რუსულ საქმეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები