უკრაინელმა მაშველებმა ორ შახტში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს

უკრაინელმა მაშველებმა კრივოი როგის ორ შახტში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს. მამაკაცები მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა და შახტების ენერგომომარაგება შეწყდა.

ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა გაავრცელა.

მსგავსი თემები