ზალუჟნიმ 2024 წლის 3 მთავარი ამოცანა დაასახელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის 3 ძირითადი ამოცანა დაასახელა მიმდინარე წლისთვის.

,,2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა 3 მიმართულებაზე უნდა მივმართოთ: შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, მესამე, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებაა”, – წერს ზალუჟნი ვრცელ სტატიაში.

მაღალტექნოლოგიური საშუალებებზე საუბრისას, ის ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. მისივე თქმით, უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა შეეცადოს შემდგომი კონფლიქტების სხვაგან პროვოცირებას.

მსგავსი თემები