პუტინის თქმით, რუსეთის ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ქვეყნის ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული.

„დღეს, თითქმის 95%-ით განვაახლეთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები და მათი საზღვაო კომპონენტი, თითქმის 100%-ით. ეს არის კარგი, საიმედო ფარი ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის. ფარი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით” – თქვა პუტინმა ტულაში სამუშაო ვიზიტის დროს.

მსგავსი თემები