ჩინეთში აეროპორტები და სადგურები გადატვირთულია, ბილეთების არ იშოვება (ვიდეო)

ეს შანხაია, ჩინეთი. მსგავსი ვითრებაა თითქმის ყველა აერპორტსა თუ სადგურში. ჩინური ახალი წლის სამზადისი დაიწყო და შესაბამისად, ყველა მიდის სახლში, მშობლებთან, წარმომავლობის ადგილებში, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წელი.  ბილეთების შოვნაც კი პრობლემაა.

ჩინელები ახალი წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. განათებულია ქუჩები,  მორთულია შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  უზარმაზარ დრაკონის გამოსახულებებს ყველგან შეხვდებით. აცხობენ სპეციალურ პუნთუშებს დრაკონის გამოსახულებებით.

ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში.

მსგავსი თემები