თურქული ბანკები რუსულ ანგარიშებს ხურავენ

თურქეთში, ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყო და მოთხოვნები გაზარდა იმ პირებისადმი, რომლებიც ბარათების გახსნას აპირებენ.

რუსულ პრესაში წერენ, რომ თურქული ბანკების პოლიტიკა დეკემბერში, ჯო ბაიდენის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა.

ცნობისთვის, ბაიდენმა აშშ-ის ხაზინას მიანიჭა უფლებამოსილება, რომ გამარტივებული წესით დასაჯოს ბანკები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევენ.

მსგავსი თემები