გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 220-ზე მეტი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 222 კი დაშავდა. ღამით სამრეწველო შენობის წინ აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, მანქანები. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სულ მცირე 25 ბავშვია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში მძევლები აიყვანეს

თურქეთში, სტამბოლის მახლობლად, Procter & Gamble (P&G) ქარხანაში მძევლები აიყვანეს. ქარხნის პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ქარხანაში, ამ დროისთვის, დაკავებულია შვიდი ადამიანი, დანარჩენი თანამშრომლები გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს და შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს სამედიცინო პერსონალი. ,,ჩვენ ევაკუაცია გამოვაცხადეთ ქარხანაზე და ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ბაიდენმა ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ,,დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია”, – ნათქვამია მის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში. სანქციები მათ აშშ-ის ქონებასა და აქტივებზე წვდომას დაუბლოკავს. ასევე ხელი შეეშლებათ ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენებაში.

მეტი...

თბილისში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი პირი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება. გაეცანით ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ევგენი მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი…

მეტი...

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კი მცირე დევნის შემდეგ დააკავეს. ჩხრეკის დროს 35 წლის ქართველ კაცს ჩანთაში ალკოჰოლური სასმლის 6 ბოთლი აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც 200 ევროს შეადგენდა. დაკავებულ კაცს სასამართლომ პოტენზას რეგიონში შესვლა და ცხოვრება აუკრძალა.

მეტი...