„განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზები“ – ზელენსკი თოყაევს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ესაუბრა:

„პრეზიდენტ თოყაევს ვაცნობე მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრის შედეგები და გლობალური სამშვიდობო სამიტის მზადება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზები“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები