,,რუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში” – ფაშინიანი

რუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წარსულში სომხეთის თავდაცვის სექტორის ურთიერთობების 95-97% რუსეთთან იყო. ფაშინიანის აზრით, სომხეთს არმიის განვითარების კონცეფციის შეცვლა სჭირდება.

,,ახლა ეს არ შეიძლება იყოს იგივე, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს, მაგალითად, ინდოეთთან ამ კონცეფციაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ერევანი ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები. სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთს თავდაცვის სფეროში ახალი პარტნიორების მოძიების აუცილებლობა აჩვენა.

მსგავსი თემები