ბიშკეკის ერთადერთ თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა – ქალაქს ელექტროენერგია და ცხელი წყალი არ მიეწოდება

ბიშკეკის ერთადერთ თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთის დედაქალის მთელ სამხრეთ ნაწილს ელექტროენერგია და ცხელი წყალი არ მიეწოდება.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მათ სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღეს.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ავარია დივერსიას გამოეწვია, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ასევე ტექნიკური მიზეზებიც.

მსგავსი თემები