აშშ-ში აეროპორტში შენობა ჩამოინგრა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

აიდაჰოს შტატის ქალაქ ბოისის აეროპორტში მშენებარე შენობა ჩამოინგრა, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად ცხრა დაშავებულიდან 5 მძიმე მდგომარეობაშია. სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ნგრევის ადგილზე მომუშავე სახანძრო ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებული გადაარჩინეს.

,,არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი ნგრევა,” – თქვა ბოისის მეხანძრემ აარონ ჰუმელმა ბრიფინგზე.

მსგავსი თემები