,,ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს” – ირანის პრეზიდენტი

,,ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა რეგიონში არ არის და არც არასდროს ყოფილა საფრთხე არც ერთი ქვეყნისთვის, არამედ ირანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომელსაც რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ დაეყრდნონ და ენდონ.

,,ჩვენ არ დავიწყებთ არანაირ ომს, მაგრამ თუ ვინმეს სურს ჩვენი დაშინება, ისინი მიიღებენ ძლიერ პასუხს”, – თქვა ებრაჰიმ რაისიმ სატელევიზიო გამოსვლაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები აპირებს პასუხი გასცეს იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას, რომლის დროსაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. შტაბი თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებს ადანაშაულებს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხი შესაძლოა მრავალდონიანი, ეტაპობრივი და დროთა განმავლობაში შენარჩუნებული იყოს.

თავდასხმები რეგიონში ამერიკულ ძალებზე ოქტომბერში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გახშირდა. წითელ ზღვაში “ჰუსიტები” უტევდნენ კომერციულ და სამხედრო გემებს, საპასუხოდ აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში სამიზნეებს დაარტყდეს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირბემა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ირანთან უფრო ფართო ომი.

მსგავსი თემები