ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. სხდომაზე გაიწერება საკომიტეტო მოსმენების განრიგიც.

მომავალი კვირის ბოლომდე კი პარლამენტმა ახალ პრემიემინისტრს ნდობა უნდა გამოუცხადოს და კაბინეტი საბოლოოდ დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ამ ეტაპზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

მსგავსი თემები