გალანტის თქმით, ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება.

მისივე თქმით, ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება.

„თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ…

გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ [დიპლომატიური] შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას”, – განაცხადა გალანტმა.

მსგავსი თემები