ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პაკეტი მოიცავს ათასზე მეტ საბრძოლო მასალას შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, ასევე, RISE-1 დისტანციურ დეტონაციის სისტემებს.

„ჩვენ აქტიურად და თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არის ინვესტიცია მის უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.

მსგავსი თემები