“ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების მიმართ”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ცვლილებების ინიცირებით მმართველი პარტია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების გზას აგრძელებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მსგავსი ფუნდამენტური ცვლილებები მრავალპარტიული ჩართულობით უნდა განხორციელდეს და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ამ პროცესში ჩართვისკენ.

“გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე, ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში. პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიმართ, რომელზეც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. მე იმედი მაქვს რომ ეს 2 ცვლილება დაეხმარება ასევე მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. თავისი არსით ეს ცვლილებები არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი,არამედ ეს რეფორმები გახლავთ ჩვენსა და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ასევე ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საგანიც,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები