გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვის დაწყებას გეგმავენ

დღეს გერმანიაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებიც გაფიცვაა დაგეგმილი. გაფიცვაში ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მემანქანეები მიიღებენ მონაწილეობას.

ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

ბრანდენბურგში გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ანაზღაურების მატების გარდა, როკავშირები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებასაც ითხოვს.

მსგავსი თემები