საია ნატა ფერაძის საქმეს ასაჩივრებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის საქმეზე გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

,,დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები