თურქეთის ერთ-ერთი ქარხანაში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Procter & Gamble (P&G) ქარხანაში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი, 9-საათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. ქარხანაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც ეჭვმიტანილი საპირფარეშოში გავიდა.

ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილს სურდა ყურადღების მიპყრობა ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშა იყო დახატული წარწერით “ღაზისთვის კარი ღია იქნება.”

მსგავსი თემები