ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიცაა აღნიშნული.

მისი თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სომხეთის სარჩელები შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და ყარაბაღის გამოყოფა აზერბაიჯანისგან.

„სომხეთის კონსტიტუციისა და სხვა დოკუმენტების შეცვლის შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები