ლატვიის სპორტულ ნაკრებებს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში ეკრძალებათ

ლატვიის სპორტულ ნაკრებებს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში ეკრძალებათ. გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომით არის განპირობებული.

სპორტის კანონში შეტანილი შესწორება კრძალავს ლატვიის ჰოკეის, ფეხბურთის, კალათბურთისა და სხვა სახეობების ნაკრებების თამაშს რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის ნაკრებებთან, განურჩევლად იმისა, იასპარეზებენ ისინი თავიანთი დროშით თუ მის გარეშე.

კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს შესწორება, რომელიც ლატვიაში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს უკრძალავს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების შეჯიბრებზე მოწვევას.

მსგავსი თემები