„საჭიროა ტაქტიკა შევცვალოთ” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ გასულ წელს კონტრშტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს და ახლა საჭიროა ტაქტიკა შეიცვალოს

„2023 წელს გარკვეული ტაქტიკური შეცდომები გვქონდა. ამაზე სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც საუბრობს. ეს არის ომი და არა [რიგითი] მოვლენა. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის არა პატარა ქვეყანა, არამედ რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი გააჩნია.

გვჭირდება ევროპული ქვეყნების ერთიანი ეკონომიკა, რომელიც უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება, ასევე ერთიანი სამხედრო წარმოება. უნდა გაიზარდოს გარკვეული ტიპის იარაღის წარმოება. გარდა ამისა, მათი რაოდენობის საკითხიც უნდა გადაწყდეს” – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები