ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 85 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 85 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან 78 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 4 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

მსგავსი თემები