„იქმნება კოალიცია უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად” – მელანი ჯოლი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასახმარებლად საერთაშორისო კოლიაციას ქმნიან:

„ომის კიდევ ერთი რეალობა უკრაინელი ბავშვების ტრაგიკული და უკანონო გადაყვანაა რუსეთში. დაშორებული არიან საკუთარ ოჯახებს, სახლებს, მშობლიურ ენას. მათი დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს.

სწორედ ამიტომ, იქმნება ახალი საერთაშორისო კოალიცია უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ შევძლოთ მათ მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან მუშაობა” – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

ცნობისთვის, დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდა. მან და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულის ერთობლივი რეალიზება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემის განვითარება განიხილეს.

მსგავსი თემები