ალბანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 32 და 36 წლის კაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ. სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული.

ალბანეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, “როლექსის” საათი და მარგალიტის ყელსაბამი.

მსგავსი თემები