რუსეთის გენშტაბის უფროსის დაღუპვაზე ინფორმციას ოფიციალურად რა ადასტურბენ

ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა, ოფიციალურდ არ დასტურდება.

უკრაინის მოხალისეთა არმიის – „სამხრეთის“ პრესსპიკერი, სერგეი ბრაჩუკი აცხადებს, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ნამდვილად პოზიტიური ამბავი იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რეალობას შეესაბამებოდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სამეთაურო პუნქტში რუსული საოკუპაციო ჯარის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი ან გენერალი მოხვდა, სიმართლეა“, – აცხადებს ბრაჩუკი.

რუსული მხარე კი ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.

 

მსგავსი თემები