კადიროვი მზადაა, ტყვეობიდან გაათავისუფლოს უკრაინელი მებრძოლები, თუ მის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციებს მოხსნიან

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლი ტყვეები გაათავისუფლოს, თუ თავის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციები მოიხსნება. ამის შესახებ კადიროვმა ამერიკელ დაზვერვის ოფიცერ სკოტ რიტერთან განაცხადა.

„ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკის რაიონებში დავიჭირეთ. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს [სამხედრო ტყვეთა სიას] თუ გააუქმებენ სანქციებს დედაჩემზე, ჩემს ქალიშვილებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, ცხენებზე… მაშინ ამ ადამიანებს გავათავისუფლებთ,“ – თქვა კადიროვმა.

მისივე თქმით, იგი მზადაა 20 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლოს, თუმცა მას დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ უნდა მოხსნას შეზღუდვები ტყვეების გათავისუფლებისთვის.

მსგავსი თემები