ნიუ-იორკის მეტროში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ნიუ-იორკის მეტროში, 96-ე ქუჩის სადგურთან, ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა. ერთ მატარებელში 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მეორე კი მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელია, რომელშიც ოთხი მუშა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 26 მგზავრი დაშავდა.

უცხოური მედიის ცნობით, რელსებიდან გადასული მატარებლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია დასჭირდათ მესამე მატარებლის მგზავრებსაც, რომელსაც შემთხვევის გამო გვირაბში გაჩერება მოუწია.

მსგავსი თემები