ინგლისში, წყალდიდობის შედეგად, საცხოვრებელი სახლები, გზები და სარკინიგზო ლიანდაგები დაიტბორა

ინგლისში, წყალდიდობის გამო, ასობით სახლი დაიტბორა. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო დაიტბორა გზები და სარკინიგზო ლიანდაგებიც, გადაადგილება უჭირთ მოგზაურებს.

ნოტინგემშირის საოლქო საბჭო არ გამორიცხავს, რომ დატბორილი სახლების რაოდებობა კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი თემები