აშშ-ში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი

აშშ-ში, დუბლინის შტატის ქალაქ პერის საჯარო სკოლაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 5 ადამიანი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ გახსნა. შემთხვევა დილით, სწავლის დაწყებამდე მოხდა. შემდეგ კი თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

დანაშაულის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები