32 მილიონიანი „ჭკვიანი ქალაქი“ ჩუნცინი ჩინეთის პროვინციაში (ფოტორეპორტაჟი)

ჩუნცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის  ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. მის შემადგენლობაშია 38 რაიონი და ოლქი, 32 მილიონი მოსახლით.

ჩუნცინი არის დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების ცენტრი, ისევე როგორც კავშირი „სარტყელსა და გზას“ და მდინარე იანცის ეკონომიკურ სარტყელს შორის.

ეს არის ქალაქი 3 000 წლიანი ისტორიით.   აქ ცნობილია „ბაიუ“-ს  კულტურა. ის არის „ბაიუს“  სამშობლო, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და სცენური ადგილებით, როგორიცაა „Dazu“ –  ქვაზე კვეთის და ჰეჩუანის სათევზაო ქალაქი.

ჩუნცინი არის მთებისა და წყლის ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია მდინარეებითა და ტალღოვანი მწვერვალებით, მდინარე იანძის ცნობილი სამი ხეობით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეტანილი „Wulong Karst“ის პეიზაჟით და სხვა მდიდარი ბუნებრივი პეიზაჟებით.

ეს არის საწარმოო ქალაქი. ბოლო წლებში ინტელექტუალური ინდუსტრიების განვითარების გამო მას „ჭკვიან ქალაქსაც“ უწოდებენ.

ჩუნცინი არის ღია ქალაქი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სავაჭრო გაცვლას მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. აქ მდებრეობს 500 ტოპ კომპანიის ფილიალი.  ეს არის მშენებლობის ლოჯისტიკური ცენტრი,   მაღალი ხარისხის უცხოური ინვესტიციების თავმოყრის ადგილი. ქალაქს სამი აეროპორტი აქვს. ერთ-ერთი, რაც აქ ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს  ქალაქის ზოოპარკია.

ჩუნცინის სამხრეთ ნაწილში არის უზარმაზარი ზოოპარკი, რომელიც  45 ჰექტარზეა გაშლილი და 200-ზე მეტი სახეობის ცხოველი და 1000 ფრინველი ბინადრობს. ზოოპარკში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ცხოველია ძალიან იშვიათი სამხრეთ ჩინეთის ვეფხვი. ვეფხვის ეს სახეობა მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. ზოგიერთი შეფასებით, მსოფლიოში მხოლოდ 20 ადამიანია დარჩენილი. ადრე ეს ცხოველები სამხრეთ ჩინეთის ტყეებში ცხოვრობდნენ. ისინი ზომით უფრო მცირეა, ვიდრე ვეფხვის სხვა სახეობები.

კიდევ ერთი იშვიათი ცხოველია ტიბეტური დათვი. მისი თავი მოყვითალო ფერისაა. დათვს, რომელიც ამ ზოოპარკში ცხოვრობს, ზოგჯერ შეუძლია იცეკვოს მას შემდეგ, რაც მნახველებისგან რაიმე გემრიელს მიღებს.

აქ შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ დიდი პანდა, არამედ წითელი პანდაც, რომელიც უფრო კატას ან მელას ჰგავს, ვიდრე დათვს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია აღმართული გათავისუფლების ძეგლი. „Chongqing Liberation Monument“ აშენდა 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების აღსანიშნავად.

ეკა გულუა ჩინეთიდან

 

 

 

მსგავსი თემები