ზამთრის კურორტი ჩინეთში და ბეწვის თხილამურების წარმოება

ეს  სინძიანგ უიგურის ავტონომიური რეგიონია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ყინულისა და თოვლის ინდუქსტია აქ ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ზამთრის პერიოდში კი ტურიზმის ხიბლი უფრო და უფრო იზრდება განსაკუთრებით მათთვია, ვისაც სრიალი, თხილამურები, ყუნულისგან ფიგურების გამოთლა და ზამთრის სპორტული სანახაობები ხიბლავს.

ჯიანჯუნის სამთო-სათხილამურო კურორტი ალტაიში, სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს.  აქ ადრე მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩადიოდნენ ტურისტები. დღეს კი მწვრთნელებსაც ქირაობენ და თხილამურებუთ სრიალს სწავლობენ.

როგორც ლიუ იაოპინგი, მწვრთნელი ჯიანჯუნის სამთო სათხილამურო კურორტის სათხილამურო სასწავლო ცენტრიდან ამბობს, სასწავლო ცენტრს მხოლოდ 50 მწვრთნელი ჰყავდა, დღეს კი მაღი რაოდენობა 180-ზე მეტია.

პარალელურად, იზრდება სასრიალო ტრასების რაოდენობაც. სინციანში დღეს 101 სათხილამურო კურორტი, 27 შიდა ყინულის მოედანი და 60 ყინულის თოვლიანი გასართობი პარკია.

აქ ასევე იმართება ყინულისა და თოვლის ფოტოგრაფიის გამოფენები, ყინულის ქანდაკებების გამოფენები და თოვლის ქანდაკებების გამოფენები.

ალტაის ფუჰაის ოლქის გუბერნატორის მოადგილეს – ჩი შაოკუანის თქმით,  ქვეყანა ემზადება ზამთრის თევზაობის ფესტივალის მასპინძლად, რომელიც მალე გაიმართება.

აქ საკმაოდ პოპულარულია ბეწმის თხილამურები. როგორც უძველესი ოსტატი კუანიშბეკ სლანბეკი ამბობს, სწორედ ალტაია თხილამურების სამშობლო, ხოლო ბეწვის თხილამურები უძველესი დროიდან მისი  ცხოვრების მნიშვნელოვანი იარაღი იყო. დღეს კი  ბეწვის თხილამურების დამზადების ხელობამ სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნდა ზამთრის სპორტის წყალობით.

ბეწვის თხილამურების დამზადებას დაახლოებით 15 დღე სჭირდება. მისი ფასი კი დაახლოებით 1000 იუანია (140 დოლარი).

საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ობიექტი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მას 1 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს.

ამჟამად, სათხილამურო კურორტი უზრუნველყოფს 210-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისა და მესაქონლის სტაბილურ დასაქმებას. ერთ ადამიანზე  საშუალო წლიური შემოსავალით კი 32 000 იუანია.

ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სინჯიანში უფრო მეტმა ადგილობრივმა სპეციალობამ მოიპოვა ბაზარი. მაგალითად, კულტურულ და კრეატიულ პარკში, ქალაქ შუიქსიგოუში, ურუმჩის საგრაფოში, ააშენეს „ბუშტუკიანი სახლები“, რომლებიც აღჭურვილია გათბობის საშუალებებით, რათა ტურისტებს შეეძლოთ ზამთარში ამ გამჭვირვალე „ბუშტების“ მიღმა ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერება.

აქ ადგილობრივი წარმოების პროდუქციასაც ყიდიან, რაც დამატებითი შემოსავალია. მაგალითად, აქლემის ორნამენტები, თექის ჩანთები,  თექის საიუველირო ყუთები. სეზონზე, ხელნაკეთობების გაყიდვით თითო ოჯახის შემოსავალი დაახლოებით 4500 იუანიას.

 

მსგავსი თემები