„სალომე ზურაბიშვილისთვის ტრიბუნის მიცემა არ შეიძლება, თავის თავსაც უბედურებას დამართებს და ქვეყანასაც“ – მაჭარაშვილი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ტრიბუნაზე დგომის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუ რატომ, ამას მაჭარაშვილი შემდეგნაირად ხსნის.

„როგორც ბავშვეს ვერ მისცემ ასანთს, რადგანაც რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგანაც, რამდენიც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას. როცა ის ტრიბუნასთან დგას, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს. სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს. ჩვენ სად გვაქვს იმისი რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი, რომ ასანთი მივცეთ, აანთოს და თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც“ – ასეთია მისი განმარტება.

 

მსგავსი თემები