რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, რაც გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

მხარეები უკვე ახლოს არიან შეთანხმების გაფორმებასთან და წარმატების შემთხვევაში, ირანის რაკეტები შესაძლოა რუსეთში ამ გაზაფხულზე ჩავიდეს. ინფორმაციას WSJ ავრცელებს.

“აშშ შეშფოთებულია, რომ რუსული მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვის თაობაზე აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთი აპირებს ირანისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენას”, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვმა ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ირანულ საწვრთნელ ბაზას ეწვია.

ცნობისთვის, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები