ბათუმში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს. მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

მსგავსი თემები