იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, საქართველოში დასვენეების დღეების გამო მის გადმოსვენებას ვერ ახერხებენ

ახალგაზრდა ქალი, ეკა ჭინჭარაული იტალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ის მოულოდნელად, ანევრიზმით გარდაიცვალა. შვილებმა საქართველოს საელჩოს ყველა საჭირო დოკუმენტი გადაუგზავნეს, რაც საქართველოში გადასვენებსთან დაკავშირებით იყო საჭირო, თუმცა, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება.

როგორც ოჯახმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საქართველოს საელჩოში განუმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის დასტურს ელოდებიან, თუმცა, საქართველოში დასვეების დღეების გამო, პროცესი შეფერხებულია.

„ეკუნა, რატომ ღმერთო რატომ, როგორ მტკივა გული ღმერთო ჩემო თბილო. ჩემო კეთილო. ჩემო გულიანო გოგო რატომ რატომ. მიყვარხარ ჩემო სიხარულო. ვერასოდეს ვერ მოვიხსენიებ წარსულში  ვერასოდეს ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ ტკბილი ძილი ჩემო მშვენიერო ქალბატონო…“

„არ მინდა დავიჯერო შენი სიკვდილი, სახლს ვაკეთებ მაგრამ შეიძლება ვერც ვნახოო და გაგიბრაზდი,მაპატიე ჩემო სიცოცხლით სავსე მეგობარო რომ გეჩხუბებოდი ხოლმე…. მიყვარხარ…“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.

მსგავსი თემები