სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს. იენს სტოლტენბერგმა სხდომა 10 იანვარს ჩანიშნა. ნატოს სპიკერის, დილან უაიტის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება.

„ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხშაბათს, 10 იანვარს, იწვევს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების ბოლო თავდასხმის შემდეგ“, – წერს უაიტი.

რუსეთის მასიური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინამ ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

მსგავსი თემები