ლუკაშენკომ პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ასევე, საპრეზიდენტო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკო შეძლებს გახდეს სახალხო კრების დელეგატი და უვადო სენატორი. შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება.

ცვლილებები ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტის მოთხოვნების გარდა, პარლამენტი საპრეზიდენტო კანდიდატის მოთხოვნებსაც ცვლის, რომლის მიხედვითაც კანდიდატს შეუძლია გახდეს პრეზიდენტი თუ ის ბელარუსის მოქალაქეა დაბადებით, არის არანაკლებ 40 წლის და არჩევნებამდე, მინიმუმ 20 წელია ცხოვრობს ქვეყანაში და არ აქვს ბინადრობის ნებართვა, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

მსგავსი თემები