ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია.

„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია“, – წერს რაზვოჟჟაევი ტელეგრამის არხზე.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ სევასტოპოლსა და ფიოლენტის კონცხზე.

მსგავსი თემები