საქართველოს პატრიარქი იუბილარია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

პატრიარქი (ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის ბერად 1957 წელს აღიკვეცა და ილია ეწოდა.

ილია მეორე 1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა; 1969 წელს კი  მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღნიშნეს.

 

მსგავსი თემები