ბანკში თავდამსხმელი სათამაშო იარაღით შეიჭრა

„თიბისი“ ბანკში გუშინ შეჭრილი პირი დაკავებულია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იარაღი, რომლითაც ის იმუქრებოდა, სათამაშო იყო.

დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძეა, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თიბისი“ ბანკის ყაჩაღობისთვის ბრალდებული დაკავებულია

მსგავსი თემები