​ხერსონის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, დღის განმავლობაში მტერმა 83 შეტევა განახორციელა, ჭურვები ისროლა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

რუსი სამხედროების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები და საცხოვრებელი კვარტლები იყო.

მსგავსი თემები