,,პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია” – კულება

,,პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტო კულებამ, პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,უკრაინელი და პოლონელი ხალხი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან – ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთის აგრესიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო ინტერესია. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია…მინდა, ყველა პოლონურმა ოჯახმა იცოდეს, რომ ჩვენ, უკრაინაში, უსაზღვროდ მადლობლები ვართ ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში პოლონელების მიერ გაწეული დახმარებისთვის,” – თქვა კულებამ.

უკრაინული მედია კი იუწყება, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას კიევში საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმა გაისმა.

მსგავსი თემები