წყალტუბოში ოთხი დღეა 83 წლის ქალს ეძებენ

წყალტუბოში, ოთხი დღეა, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა.

ახლობლების ინფორმაციით, ის შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

,,სოფელ ჩუნეში დაიკარგა ქავაჯო გაზდელიანი… იქნებ ვინმემ ნახოთ მეგობრებო ან ვინმემ შეიფარა…ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ შეგვეხმიანეთ 598 15 05 07”, – წერს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები