გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სამ გეპარდს, საბრძოლო მასალას, ტრაქტორებს, საკომუნიკაციო სისტემებს.

ახალი სამხედრო დახმარება ასე გამოიყურება:

3 ერთეული “გეპარდის“ ტიპის საზენიტო ტექნიკა და 30 240 ერთეული 35 მმ-იანი საბრძოლო მასალა გეპარდისთვის; დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2A6 ტანკებისთვის; 10 ვექტორული უპილოტო საფრენი აპარატი; 2 HX81 ტრაქტორი; 5 ნახევრად მისაბმელი HX81; 8 “ზეტროს” სატვირთო მანქანა; 2 გამანადგურებელი WiSENT 1 MC; 2 სასაზღვრო მანქანა; ასევე – 2 AMPS საკომუნიკაციო დაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, 2 500 ერთეული 155 მმ ჭურვი და 25 536 ერთეული 40მმ ჭურვი ავტომატური ყუმბარმტყორცნისთვის.

ამ დახმარების გაგზავნამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის 8 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

მსგავსი თემები