ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.

როგორც CNN წერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა. მისი მოცულობა თითქმის 3100 გვერდია და ის მოიცავს უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებასაც.

არსებული ინფორმაციით, რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება. ის ითვალისწინებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებასაც.

მსგავსი თემები