ჩეხეთი ხარკოვის ოლქის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მლნ დოლარს გამოყოფს

ჩეხეთი ხარკოვის ოლქის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მლნ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინებუგოვი ავრცელებს.

თანხები გამოყენებული იქნება აღჭურვილობის შესაძენად ოლქის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებისთვის. მათ შორის, ხარკოვის ამბულატორიული კლინიკისთვის.

სინებუგოვმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და ხარკოვის ოლქის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

მსგავსი თემები