რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა, მოლდოვაში არ შეუშვეს.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივნის, რაისა ნოვიცკის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 39 მოქალაქეს ეთქვა უარი მოლდოვაში შესვლაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ შესვლის პირობებს“. მათ შორის მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია “რუს მომღერლად” მოიხსენიებს.

ცნობისთვის, ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

მსგავსი თემები