თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეორე სართულიდან მაშველებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები